Monday, July 13, 2009

,,ვწერ თავისუფალ თემას"


ნიკა გვარამიამ სასკოლო კონკურსში ”ვწერ თავისუფალ თემას” გამარჯვებულ 17 მოსწავლეს ლეპტოპები გადასცა

კონკურსში მონაწილეობდა განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული X-XII კლასების 300-მდე მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და დედაქალაქის სკოლებიდან.

კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც მწერლების, ლიტერატორების, პედაგოგებისა და ჟურნალისტებისგან იყო დაკომპლექტებული 17 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის არიან ჩვენი სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები: სალომე თოთლაძე და სანდრო კირვალიძე